სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები წალკის მუნიციპალიტეტში

22 ნოემბერი 2019


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა სოფლების - არწივანი, გუმბათი, აშკალის დამაკავშირებელ გზებზე, სადაც ბეტონის საფარი 1 853 მეტრზე მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 1 088 873 ლარი შეადგინა.

საავტომობილო გზის მოწესრიგების მიმართულებით მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სოფელ სამებაში, განთიადსა და საყდრიონში, სადაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ასფალტის გზა, სანიაღვრეები, გვერდითი ტროტუარები და ქვეითთა გადასასვლელები მოეწყო.


  • საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები წალკის მუნიციპალიტეტში
  • საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები წალკის მუნიციპალიტეტში
  • საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები წალკის მუნიციპალიტეტში
  • საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები წალკის მუნიციპალიტეტში