სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ბოლნისში მოსახლეობის საჭიროებების მოგვარება მიმდინარეობს

29 ოქტომბერი 2019


ქვემო ქართლის რეგიონში ღია დიალოგის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ დასახელებულ საჭიროებებზე რეაგირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, სოფელ ნახიდურის, ხიდისყურისა, რაჭისუბნის, მწყნეთისა და ქალაქ ბოლნისის მონაკვეთებზე ცენტრალური საავტომობილო გზის საფარი მოწესრიგდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნახიდური-ხიდისყური-მყნეთის მონაკვეთზე ასფალტის ფენის გადაგების სამუშაოები განახორციელა. ხიდისყური-რაჭისუბნისა და ქალაქ ბოლნისის მიმართულები კი დაზიანებული გზა რეაბილიტირდა.

სამუშაოების ფარგლებში ცენტრალურ გზაზე განთავსდა საგზაო ნიშნები და დაიხაზა საგზაო მონიშვნები.


  • ბოლნისში მოსახლეობის საჭიროებების მოგვარება მიმდინარეობს
  • ბოლნისში მოსახლეობის საჭიროებების მოგვარება მიმდინარეობს
  • ბოლნისში მოსახლეობის საჭიროებების მოგვარება მიმდინარეობს