სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

,,რუსთავის აზოტში“ კონდენსაციური ელექტროსადგური გაიხსნა

21 ოქტომბერი 2019

21 ოქტომბერს, ,,რუსთავის ზოტში” კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს), გაიხსნა, რომელიც SIEMENS-ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წევრები დაესწრნენ.

კონდენსაციური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდა SIEMENS SST-300-ის ერთი ორთქლის კონდენსაციური ტურბინა ნომინალური 9,0 მვტ ელექტრო სიმძლავრით.

პროექტის საერთო ჯამურმა ბიუჯეტმა 5,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც სრულად დაფინანსდა სს ,,რუსთავის აზოტის“ საკუთარი სახსრებით.

ორთქლის ტურბინის გენერატორი, ელ. ენერგიას გამოიმუშავებს იმ ორთქლის მეშვეობით, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ, ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზევე გამოიყოფა და ამ დრომდე გამოუყენებლად იკარგებოდა.

აღნიშნული ელექტროსადგური უზრუნველყოფს სს ,,რუსთავის აზოტის“ წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20%-ს, რაც უნიკალურ საშუალებას იძლევა კომპანიამ 20%-ით ნაკლები ელ. ენერგია შეიძინოს საბითუმო ბაზარზე.

  • ,,რუსთავის აზოტში“ კონდენსაციური ელექტროსადგური გაიხსნა