სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი გაიხსნა

18 ოქტომბერი 2019

რუსთავს კიდევ ერთი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე შეემატა. თეატრის მიმდებარედ, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.

ღონისძიებას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქის მცხოვრებლები დაესწრნენ.

პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ფარგლებში, ბეტონის ფილებით მოპირკეთდა ბილიკები და ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, დაიგო მწვანე საფარი და მოეწყო სარწყავი ქსელი.

  • რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი გაიხსნა