სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარნეულის ორ სოფელში გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა

09 სექტემბერი 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალსა და სოფელ სეითგოჯალოში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა სოფელ ქვემო სარალსა და სოფელ სეითგოჯალოში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულებული სამუშაოები პირადად მოინახულეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და სოფლებში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში, ქვემო სარალში 940 მეტრის მოცულობის გზა მოასფალტდა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 468 140 ლარით დაფინანსდა. სოფელ სეითგოჯალოში 1 100 მეტრი მოცულობის გზის მოასფალტებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 682 815 ლარი გამოიყო.

  • მარნეულის ორ სოფელში გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა