სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მასშტაბური პროექტი წალკაში ეკოტურისტული ობიექტის განვითარებისთვის

31 ივლისი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დაშბაშის კანიონზე, ებრაული ინვესტიციის ფარგლებში განსახორციელებელ მრავალმილიონიან პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის ფარგლებში ადგილზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი, ზიპლაინი, სასტუმრო, საკვები ობიექტი, მუსიკალური სივრცე და ავტოსადგომი მოეწყობა.

მხარის პირველ პირს, ეკოტურისტული ობიექტის განვითარების მიზნით, დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, KASS LAND-ის დამფუძნებლმა, ხანოხ კასსმა, ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.

შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონის განვითარების პროცესში, მსგავსი მოცულობის საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმრებს ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო, დარგის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონში, ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

  • მასშტაბური პროექტი წალკაში ეკოტურისტული ობიექტის განვითარებისთვის