სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

08 მაისი 2019


წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, ხოლო 83 ჰა-ზე ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები მოეწყობა. ადგილზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კასს ლენდი” განახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ეკოტურისტული განვითარების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიებზე ტურიზმის მდგრად განვითარებას დაადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 


  • დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა
  • დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა