სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

06 აპრილი 2019


5 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო ნატოს ისტორიას, ალიანსის როლს დასავლური სამყაროსთვის, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრების გზაზე მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრის ფარგლებში ქვემო ქართლში საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში გაიმართება.
 


  • საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
  • საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
  • საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
  • საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ