სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ბოლნისში 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

27 ნოემბერი 2018

27 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2600 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. პროექტის ღირებულება 1 895 000 ლარს შეადგენს. 

სამუშაოების ფარგლებში, მდინარე მაშავერაზე განთავსებულ სათავე ნაგებობაზე შეიცვლება გამრეცხი გალერეის ფარები თავისივე ამწე მექანიზმებით, დამონტაჟდება ლითონის გისოსები, რეაბილიტირდება იმირასანის მაგისტრალური არხის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი, არსებული გრუნტის არხი მოპირკეთდება ბეტონით, მოეწყობა წყალაღების კვანძი, შემტბორავი, გამანაწილებელი ჭა, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. 
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ამ ეტაპზე, 30 ადგილობრივია დასაქმებული. 

კომპანიას სარწყავი სისტემის მოწესრიგების მიმართულებით მასშტაბური პროექტები აქვს დაგეგმილი მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ხრამისა და ბარათაანთ არხის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება. 

  • ბოლნისში 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება