სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორის მოადგილემ სოფელ გამარჯვებაში ახლადრეაბილიტირებული ბაღი გახსნა

26 ნოემბერი 2018

26 ნოემბერს, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, სოფელ გამარჯვებაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.

პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის შიდა ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა. განახლებული სააღმზრდელო დაწესებულებით 200-მდე ბავშვი სარგებლობს. 

ბაღი მიმდინარე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით გარემონტდა, სამუშაოების ღირებულებამ 241 000 ლარი შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, სოფელ გამარჯვების საბავშვო ბაღში, განხორციელდება შენობის გარე ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა. 

  • გუბერნატორის მოადგილემ სოფელ გამარჯვებაში ახლადრეაბილიტირებული ბაღი გახსნა