სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

23 ოქტომბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს იწყებს.

პროექტის მიმდინარეობას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

პროექტი ითვალისწინებს XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით. სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათების მოწყობას.

მხარის გუბერნატორმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა სოფელ ასურეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტის მნიშვნელობაზე.

გუბერნატორის განცხადებით აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ყველა პროექტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის, კიდევ უფრო მეტად, განვითარებას.

  • ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება