სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

მხარის გუბერნატორი რუსთავში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

15 ოქტომბერი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან ერთად, ყაზბეგის, იაღლუჯის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, გორის, ასევე ყაზბეგის ქუჩებსა და ჩიხებში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 

მხარის გუბერნატორმა, პროექტის შემსრულებელი კომპანია ,,მაგისტრალის“ წარმომადგენლებს, გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, რეკომენდაციები გააცნო და ყურადღება სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა. 

აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა არასოდეს ყოფილა, შესაბამისად ადგილობრივებისთვის გზის საფარის მოწესრიგება, წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. 

სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო, ადგილზე ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და სანიაღვრე ქსელი. პროექტისთვის 1 მლნ 407, 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. 

  • მხარის გუბერნატორი რუსთავში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო