სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

08 ოქტომბერი 2018

8 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, სადაც, საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, 150 ბავშვზე გათვლილი ახალი, სააღმზრდელო დაწესებულება გაიხსნა. 

შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა თამანედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, კახა კობერიძე, ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 

ალგეთის საბავშვო ბაღის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 631 000 ლარია. 

  • მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა