სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

12 სექტემბერი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას. შოთა რეხვიაშვილმა, მიმდინარე სამუშაოები, ამჯერად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაათვალიერა.

მხარის გუბერნატორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პირადად მოინახულა, ქალაქ თეთრწყაროში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახიშვილის და დუმბაძის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე მოწესრიგებული საგზაოინფტასტრუქტურა, ამ დრომდე, არ არსებობდა.

აქიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში სოფელ მაწევნამდე მისასვლელი 3,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტებაც. პროექტის განხორციელების შედეგად, თეთრიწყარო მარნეულს უმოკლესი გზით დაუკავშირდება.

საავტომობილო გზის მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის წლების განმავლობაში მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. პროექტი ორწლიანია და 2019 წლის დასაწყისში დასრულება.

შოთა რეხვიაშვილი სოფელ ქოსალარამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზეც იმყოფებოდა, სადაც დაწყებულია 5,8 კილომეტრიანი გზის მოწესრიგების სამუშაოები. პროექტი გარდამავალია და 2019 წელს დასრულდება. 
 
  • გუბერნატორი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო