სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

შოთა რეხვიაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნები გახსნა

11 სექტემბერი 2018

11 სექტემბერს, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავსა და გოლთეთში ახალი სპორტული მოედნები გახსნა. შოთა რეხვიაშვილმა განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდებს მათ საჭიროებებზე გაესაუბრა. 

სოფელ გოლთეთში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტი, წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამაც 36 171 ლარი შეადგინა. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 54 406 ლარით დააფინანსა სოფელ ჭივჭავში ახალი კომბინირებული სპორტული სტადიონის მშენებლობაც.

აღსანიშნავია, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, შესაძლებელი გახდა ადგილზე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. 

  • შოთა რეხვიაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნები გახსნა