სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

04 სექტემბერი 2018

შოთა რეხვიაშვილმა მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღესვე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.

მხარის გუბერნატორი პირადად გაეცნო სოფელ შაუმიანში მიმდინარე შიდა სახელმწიფოებრივი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადაც პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 5 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 3 672 395 ლარს შეადგენს.

გუბერნატორმა ახლადრეაბილიტირებული გზები დაათვალიერა სოფელ ბაიდარშიც. სამუშაოების განხორციელების შედეგად ადგილზე მოწესრიგდა 1403 გრძ/მ გზა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 175 475 ლარია. 
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ საიმერლოშიც იმყოფებოდნენ, სადაც აქტიურად მიმდინარეობს 120 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ჯგუფებთან ერთად განთავსდება სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი, საბავშვო ბაღის მიმდებარედ მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

დღესვე, ქვემო ქართლის გუბერნატორი სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო პროცესს გაეცნო. 
აღსანიშნავია, რომ პროექტით წარმოდგენილი კონცეფცია მოსახლეობის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით მომზადდა.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყოფა მემორიალის ისტორიული და თანამედროვე დასასვენებელი ზონები. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 165 498 ლარია.

  • გუბერნატორმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა