სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი გარდაბნის საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

30 აგვისტო 2018

30 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მხარის გუბერნატორი, მოადგილეთან და გარდაბნის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე დეტალურად გაეცნო 11 სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. შოთა რეხვიაშვილმა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს, მიმდინარე პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გარკვეული სახის რეკომენდაციები გააცნო და ყურადღება გაამახვილა პროცესის დასრულების ვადებზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სულ, 23 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სარეალიბიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ეწყობა შიდა და გარე ინფარსტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის მასშტაბით, სარემონტო სამუშაოები 34 სააღმზდელო დაწესებულებაში ხორციელდება. 

  • გუბერნატორი გარდაბნის საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო