სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

24 ივლისი 2018

24 ივლისს, ქვემო ქართლის გუბერნატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან, ელექსანდრე მეტრეველთან და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დეტალურად გაეცნო უკვე შესრულებულ სამუშაოებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ საიმერლოს 120 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება ექნება. საბავშვო ჯგუფებთან ერთად შენობაში განთავსდება სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი, საბავშო ბაღის მიმდებარედ მოეწყობა და მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტი  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

დღესვე მხარის გუბერნატორმა, სოფელ ალგეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მუნიციპალიტეტში რეგიონალური განითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება   219 743 ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულებიშ შემდეგ, სოფელში 1591 გრძ/მ გზა მოწესრიგდება.

  • გუბერნატორმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა