სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში

08 ივნისი 2018


ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსთავში სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა და მსგავსი შემთხვევის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძებები განიხილეს.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ საგზაო დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელები, რომლებმაც ქალაქში გადაუდებლად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს. 


  • სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
  • სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
  • სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში