სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორმა მშენებარე კორპუსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო

23 თებერვალი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა რუსთავში მშენებარე კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

გოგებაშვილის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას კომპანია Georgian Building Group-ი ახორციელებს.

თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ოთხსართულიანი კორპუსის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა, საბავშვო გასართობი მოედანი და სკვერი. 

კომპლექსის მშენებლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
კომპანია ‘’Georgian Building Group’’ რუსთავში რეგისტრირებულ ერთ სოციალურ ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს და ყოველთვიურად ხელფასს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტებიც. 
 
  • გუბერნატორმა მშენებარე კორპუსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო