სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი აღთაკლიასა და ყარათაკლიაში მოსახლეობას შეხვდა

19 თებერვალი 2018

დღესვე გუბერნატორმა, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა აღთაკლიასა და ყარათაკლიაში. 

გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივებთან ერთად მოინახულა საბავშო ბაღის მშენებლობის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ ორ სოფელში სააღმზრდელო დაწესებულება არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, 2017 წელს, დაიგეგმა და განხორციელდა სამუშაოების პირველი ეტაპი, წელს კი მეორე ეტაპის ფარგლებში, 350 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდება. 

პროექტის დასრულების შემდეგ 200-მდე აღსაზრდელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებს სკოლამდელ განათლებას. 

პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლებში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც. ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომლის მიხედვითაც სოფელ ყარათაკლიაში ცენტრალური და შიდა ქუჩების მოასფალტება იგეგმება. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 450 000 ლარი. შესაბამისი სამუშაოებია დაგეგმილი სოფელ აღთაკლიაშიც აქ პროექტის ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს. 

  • გუბერნატორი აღთაკლიასა და ყარათაკლიაში მოსახლეობას შეხვდა