სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

მიმდინარე წელს ქალაქ გარდაბანში 5 საბავშო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

19 თებერვალი 2018

19 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ გარდაბნის #2 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. 

მხარის გუბერნატორი, ადგილზე გაეცნო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 

გრიგოლ ნემსაძემ საბავშო ბაღის პედაგოგებს პირადად მიაწოდა ინფორმაცია იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომელთა განხორციელებაც #2 ბაღში მიმდინარე წელს იგეგმება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარს დახარჯავს. 
2018 წელს, ასევე იგეგმება #1, #3, #4 და #5 ბაღების სრული რეაბილიტაციაც. 

აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებებში 2015 წელს, ადგილოვრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამზარეულოებს და აჭიღურვა თანამედროვე ინვენტარით. 

  • მიმდინარე წელს ქალაქ გარდაბანში 5 საბავშო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება