სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მანგლისის ცენტრალური პარკი უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა

13 თებერვალი 2018

13 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) წარმომადგენლებთან დაბა მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილა.

სამუშაო შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი სამხარეო ადმინისტრაციისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში დაახლოებით მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება.

,,ქვემო ქართლის რეგიონში უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრიქტურული პროექტი განხორციელდება, რომლის დასრულების შემდგომაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული ცენტრალური პარკი. 
პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ჯამური ღირებულებაა დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს, რომელიც მანგლისის ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 
აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობა 2017 წელს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დაიწყო და მათი ინტერესები სამუშაოების განხორციელების ყველა ეტაპზე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“-განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

  • მანგლისის ცენტრალური პარკი უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა