სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

დაბა კაზრეთში ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

16 ნოემბერი 2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ბელორუსიის ვიცე პრემიერი მიხაილ რუსი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და კომპანია ,,RMG“-ის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე, დაბა კაზრეთში ლიფტების მოწყობის პროცესის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ.

მიმდინარე პროექტის მიხედვით, დასახლებაში ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით ძველი, ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, ბელორუსში წარმოებული, 30 ახალი ლიფტით ჩანაცვლდება.

22 ლიფტის შახტის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, საერთო ღირებულებით 1 220 000 ლარი.

ლიფტების კეთილმოწყობის პროექტში კერძო სექტორიც ერთვება. კომპანია ,,არემჯი“ 4 ერთეული ლიფტის მოწყობის სამუშაოებს სრულად დააფინანსებს, 4 ლიფტის შახტის მოწყობას კი ,,PSP” უზრუნველყოფს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს საცხოვრებელ კორპუსებში, ახლად დამონტაჯებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კაბინები და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

დაბა კაზრეთში, საცხოვრებელ კორპუსებში, სულ 68 ლიფტის შახტაა, მათგან 38-ის რეაბილიტაცია, მომავალ წლებში, ეტაპობრივად განხორციელდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა ,,ქართული ლიფტი“ ახორციელებს.
 
  • დაბა კაზრეთში ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს