სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში შიდა ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

29 სექტემბერი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ქვეყნის მასშტაბით შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და პროექტების მონიტორინგს აგრძელებს.

ამჟამად, მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან და ქალაქის მერთან დავით ჯიქიასთან ერთად რუსთავში შიდა ეზოებსა და ქუჩებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე  რუსთავის 70-მდე ეზოს კეთილმოწყობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

ქალაქში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

  • რუსთავში შიდა ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს