სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი სოფელ სადახლოში

14 სექტემბერი 2017


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მდებარე საბავშვო ბაღში შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

მოეწყო კომფორტული და ნათელი ოთახები. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. უახლოეს პერიოდში სააღმზრდელო დაწესებულება საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

სოფელ სადახლოში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საბავშვო ბაღის მშენებლობა 2016 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვისაც. ასევე პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ბაღის შიდა ეზოს ინფრასტრუქტურა. 


  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი სოფელ სადახლოში