სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა გუბერნიაში

25 აგვისტო 2017


25 აგვისტოს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

2017 წელს ქვემო ქართლის რეგიონში დაახლოებით 246 ინფრასტრუქტურული პროქტი ხორციელდება, თანხით – 41 488 473 ლარი,  მათ შორის: ცენტრალური ბიუჯეტიდან (რეგ.ფონდიდან) დაფინანსდა 47 ინფრასტრუქტურული პროექტი თანხით – 22 556 150 ლარი.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან რეგიონში დაფინანსდა 189 პროქტი თანხით – 11 821 219 ლარი. აღნიშნულ პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, მიმდინარე პროექტები კი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.

რეგიონის მასშტაბით  დამატებითი 10 პროექტი  დაფინანსდა - თანხით 6 111 104 ლარი.

თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აშენედება სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრი, სამუშაობისთვის 1 000 000 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისას პრიორიტეტულ მიმართულებებს რეგიონში გზების,  წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების მოწესრიგება-მოწყობა წარმოადგენს.

 


  • ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა გუბერნიაში
  • ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა გუბერნიაში
  • ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა გუბერნიაში
  • ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა გუბერნიაში