სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

16 აგვისტო 2017


16 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან  ერთად  განიხილა.

ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში მომავალი წლისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებს კვლავ წყალმომარაგების გაუმჯობესება, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია და სპორტული სტადიონების კეთილმოწყობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაო რეჟიმში, აქტიურად ეცნობა.


  • სამუშაო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
  • სამუშაო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
  • სამუშაო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში