სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში

28 ივნისი 2017

28 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან ერთად წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები იმყოფებოდა, სადაც პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას პირადად გაესაუბრა. 

 მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წალკაში სოფელ კოხტასა და არწივანში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში კი სანიაღვრე, საკანალიზაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს გაეცნენ. 

 შეხვედრების მიმდინარეობისას გუბერნატორმა მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. 

  • გუბერნატორი წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში