სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

03 აგვისტო 2017


3 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან, ალექსანდრე მეტრეველთან და ზაურ დარგალთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

გუბერნატორმა ქვემო სარალში, სასმელი წყლის ჭაბურღილსა და რეზერვუარებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. გრიგოლ ნემსაძე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესსაც გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ საიმერლოშიც იმყოფებოდნენ, სადაც შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო