სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა რუსთავში

07 აგვისტო 2017


7 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მერი დავით ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ცურტაველის ქუჩაზე, #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ორსართულიან შენობაში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება.

გრიგოლ ნემსაძე სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გრანელის ქუჩაზე, გზის საფარის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნეო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს გომელაურის, ქუჩაზე და მის მიმდებარედ, შიდა ეზოებშიც, სადაც გზის კაპიტალური შეკეთება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება.

სანიაღვრე სისტემის მოწყობა და ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს რუსთაველის #15 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ასევე 9 მაისისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთაზეც.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, რუსთავში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობა ცენტრალური ბიუჯეტიდან 9 მლნ 500 000 ლარით ფინანსდება. 


  • ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა რუსთავში
  • ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა რუსთავში
  • ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა რუსთავში