სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა რუსთავის სკოლებში

09 აგვისტო 2017


9 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. 

რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები #10, #15 და #28 სკოლებში იმყოფებოდნენ, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ბიუჯეტის სახსრებითა და ასევე კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის მასშტაბით, 2017 წლის განმავლობაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 63 საჯარო სკოლაში განხორციელდება. 

არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონის 13 საჯარო სკოლაში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ ეგიდით მიმდინარეობს.


  • ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა რუსთავის სკოლებში
  • ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა რუსთავის სკოლებში
  • ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა რუსთავის სკოლებში
  • ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა რუსთავის სკოლებში