სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გარდაბანში სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

10 ივლისი 2017


7 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.

ოქროსა და ვერცხლის მედლები ადგილობრივ ახალგაზრდებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ, ზაურ დარგალმა, გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ჭელიძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაჟა გენგაშვილმა, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო გვარამაძესთან ერთად გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა შორის 12 ოქროს, ხოლო 17 ვერცხლის მედალოსანია.


  • გარდაბანში სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს