index

refresh

მოგვწერეთ

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

                                                      | ENGLISH VERSION |

 

              მთავარი :: გალერეა :: არქივი :: ბმულები  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი
ქვემო ქართლში

 

 

 

საქართველოს  პირველი ლედი

 სანდრა რულოვსი

ქვემო ქართლში

 

 

 

 

აზერბაიჯანის ელჩი ქვემო ქართლში

22.01.2005

 

22 დეკემბერს ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რმუნებულმა ზურაბ მელიქიშვილმა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში რამიზ გასანოვი ქვემო ქართლში მიიპატიჟა. ერთად მათ მარნეულისა და გარდაბნის რაიონები დაათვალიერეს.
ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ მელიქიშვილის ინიციატივით, მარნეულის ცენტრში საზეიმოდ მოინიშნა ადგილი, სადაც მალე, მხარეში უნიკალური სპორტული კომპლექსი აშენდება, აუზებით, სავარჯიშო დარბაზებითა და თანამედროვე ტრენაჟორებით.
სპორტკომპლექსის მშენებლობაზე, რასაც თავის თავზე აზერბაიჯანის მხარე იღებს, საქართველოსა და ზერბაიჯანის პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ექვსი თვის წინათ შეთანხმდნენ.
იმავე დღეს გარდაბნის რაიონში გაიხსნა ახლადგარემონტებული კულტურის სახლი. გარდაბანშივე, გამგეობის შენობაში  - ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი, რომელსაც კომპიუტერული ტექნიკით აზერბაიჯანის მხარე აღჭურავს.
ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა გარდაბნის გამგეობის წინ შეკრებილ მოსახლეობას გააცნო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოფელ ჯანდარაში მცხოვრებლებს გადაუნაწილდებათ ის მიწები, რომელიც აქამდე მთლიანად სოფლის რამდენიმე მოსახლის ხელში იყო.
"ამიერიდან მიწა იმ ადამიანების ხელში იქნება, ვინც მასზე მუშაობს და არა მათ ხელში, ვინც ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული. მიწა საშუალებაა არსებობისათვის და მის საკითხს ჩვენ მთელი რეგიონის მასშტაბით შევისწავლით. პირადად შევალ ყველა სოფელში და ამ პრობლემას მოვაგვარებ," - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
იმ დღეს, გარდაბანში გაიხსნა ასევე რაიონის ცენტრალური სტადიონი, რომელსაც რეკონსტრუქცია ახლახანს ჩაუტარდა.
საღამოს კი, ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად, ქალაქში ლამპიონები აინთო.

 

 
 

 

| მთავარი გვერდი | არქივი | გალერეა | გვერდის დასაწყისი |

 

                               | ENGLISH VERSION |

დაგვიკავშირდით: (995 34) 19 42 73

მოგვწერეთ: pr@kvemokartli.gov.ge

დიზაინი  ზვიად კეჭაყმაძე

© «KVEMOKARTLI.GE». ქვემო ქართლის მხარის ოფიციალური საინფორმაციო ვებ-გვერდი.

ყველა საავტორო უფლება დაცულია

            ჰოსტინგი — ჯორჯია ონლაინი