სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ანონსი - ბოლნისქალაქობა 2019


ანონსი - ბოლნისქალაქობა 2019

28 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2019“-ს უმასპინძლებს.

დღესასწაული ბოლნისის ისტორიულ  უბანში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში „დინამო თბილისის“ ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, თამაზ სტეფანიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნება.

დღესასწაულზე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, მეწარმეები კი თავიანთ ნაწარმს წარმოადგინენ.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ბოლნისური ღვინოები  დააგემოვნონ. ტრადიციულად, წელსაც, საზეიმოდ დაიწურება ყურძენი.

დღესასწაულზე დაჯილდოვდებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე  და სპორტული აქტივობები.

სპეციალურად „ბოლნისქალაქობისთვის“, ქ. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ - ბენდი“  და  ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ გალაკონცერტს გამართავენ. 

გალაკონცერტის დასრულების შემდეგ, სტუმრების განწყობაზე  DJ. იზრუნებს.

,,ბოლნისქალქობის" აღსანიშნავი ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება.