სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ანონსი - ქვემო ქართლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმს უმასპინძლებს


ანონსი - ქვემო ქართლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმს უმასპინძლებს

15 სექტემბერს, ქვემო ქართლის რეგიონი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც მიზნად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის პროცესში, საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებას და გააქტიურებას ისახავს.

ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, რეგიონის მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ და კომპანია „არ-ემ-ჯის“ მიერაა ორგანიზებული. 

ფორუმის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მოეწყობა სანახაობრივი და გასართობი შოუ-პროგრამები - სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენები, სპორტული და ინტელექტუალური ასპარეზობები.

ღონისძიების პროგრამა:

10:30 სთ - საგანმანათლებლო პროექტი “კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს”


12:00 სთ - სტუმრების მიღება;


13:00 სთ - ფორუმის ოფიციალური გახსნა
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის - ნიკოლოზ ანთიძის 9 თვიანი ანგარიშის პრეზენტაცია;
• დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის - ვალერიან მჭედლიძის პრეზენტაცია;
• ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხემლძღვანელის - მარიამ ქვრივიშვილის პრეზენტაცია;


14:30 სთ - ქ. თეთრიწყაროში ბარათაშვილების სასახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია;


15:00 სთ - სადისკუსიო სივრცის გახსნა, პრეზენტაციები:


• ოკუპირებული ტერიტორიების მემკვიდრეობა და გამოწვევები - მომხსენებელი შერმადინ შარია, თეკლა გაწერელია, სალომე მელაძე;
• ნოქალაქევი - არქეოპოლისი - ეგრისის სამეფოს დედაქალაქი, მომხსენებელი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე დავით ლომიტაშვილი;
• სამშვილდეს არქეოლოგიური ექსპედიცია, მომხსენებელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი - გოდერძი ნარიმანაშვილი.


15:00 სთ - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების საკონცერტო ღონისძიება
15:30 სთ - ხალიჩების ქსოვის მასტერკლასი
16:00 სთ - ინტელექტუალური და სპორტული ასპარეზობები ბავშვებისთვის
18:30 სთ - ფორუმის ოფიციალური დახურვა
19:00 სთ - ცნობილი ქართველი მომღერლის გიორგი სუხიტაშვილის საკონცერტო პროგრამა.