სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ანონსი - დიდგორობა 2019


ანონსი - დიდგორობა 2019

12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, დიდგორობის სახალხო დღესასწაული ტრადიციულად, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნება.


10:00 საათიდან მოეწყობა საგამოფენო სივრცეები;

დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

კარვებში გამოიფინება ქართული რეწვის და ხელოვნების ნიმუშები და ტრადიციული ნაწარმი.

ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები წარმოდგენილნი იქნებიან დამახასიათებელი ტრადიციებით.

საბავშვო თეატრის მსახიობები წარმოადგენენ უძველეს ქართულ თამაშობებს: ლახტაობა, კოჭაობა, ქორობია.

მოეწყობა ბავშვების მიერ შესრულებული თემატური კომპოზიციების გამოფენა.


11:00 - 12:20 საათი - ძირითადი საკონცერტო ღონისძიება

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ესტრადის მომღერლები, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები.

სცენაზე მოეწყობა თეატრალიზებული სანახაობები, შესრულდება ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების ნიმუში.


საკონცერტო ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაიმართება შეჯიბრება: დოღი, ჭიდაობა და მკლავჭიდი.