სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ნოვრუზ ბაირამი - 2019


ნოვრუზ ბაირამი - 2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

✅ 20 მარტი - ქალაქი გარდაბანი, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია

• 11:00 საათი - სპორტული ღონისძიებები: 

1. შეჯიბრი ნარდში 
2. შეჯიბრი ცხენოსნობაში  

გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით

• 12:00 საათი - კულტურული ღონისძიებები - ადგილობრივი სოლო შემსრულებლების, მხატვრული კოლექტივების და ქორეოგრაფიული ანსამბლების და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით

1. აზერბაიჯანული სიმღერების ფოლკლორული ანსამბლი  ,,აშუღები’’
2. აზერბაიჯანული თეატრალიზებული წარმოდგენა  ,,ბერიკები’’ 
3. ანიმატორების  შოუ-პროგრამა
4. აზერბაიჯანული ქორეოგრაფიული ანსამბლის საკონცერტო  პროგრამა
5. 5 ცნობილი საესტრადო მომღერალი - ქართული და აზერბაიჯანული სიმღერების შესრულებით

• გამოფენები:

1. მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ - აზიური ექსპონატების გამოფენა.
2. მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდა  მხატვრის ნამუშევრების გამოფენა

• ღონისძიება დასრულდება საზეიმო, სადღესასწაულო, დღის ფოიერვერკით.

მარნეულის მუნიციპალიტეტი

✅ 21 მარტი

11:00–16:00 საათი – სახალხო სეირნობა და გამოფენები რუსთაველის ქუჩაზე:

• აზერბაიჯანული ეთნოკუთხე (ტრადიციული კერძები, ტკბილეული, ჩაი)
• ქართული ეთნოკუთხე (ტრადიციული კერძები, ტკბილეული, ღვინო)
• ფოტოკუთხე
• ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა 
• მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენა. რეწვის მასტერკლასი.
• აზერბაიჯანული საკრავების გამოფენა 
• ხალხური რეწვის ნიმუშები სოფლებიდან 
• “ჩაის სახლის” პავილიონი (ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვ.)
• Creative youth academy გამოფენა (ტკბილეული).
• საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის კუთხე.
• ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ წარმოდგენილი პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა.
• შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
• ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა 
• ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა.
• ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პავილიონები.

  ქალაქ მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერი:

• მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა.
• მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტოგამოფენა.
• ქ. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის კუთხე. წიგნების გამოფენა; ბიბლიოთეკის 2 წლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია (ფოტოგამოფენა).
• საბავშვო გასართობი სივრცე (ატრაქციონები).

11:00 – 13:00 საათი სპორტული აქტივობები:

• ქართული ჭიდაობა
• მკლავჭიდი
• ნარდის სათამაშო  სივრცე

12:05 – 12:15 საათი – ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პავილიონების დათვალიერება.

12:15 – 12:25 საათი –  მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხეების (ქართული და აზერბაიჯანული) დათვალიერება. კერძების, ტკბილეულის, ჩაის და ღვინის დაგემოვნება.

12:25 - 12:30 საათი – მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენის, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტოგამოფენის და ქ. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის კუთხის და 2 წლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციის დათვალიერება.

12:30 – 12:40 საათი - თეატრალიზებული მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე:
გოგონა გაზაფხულის შემობრძანება ეტლით (აზერბაიჯანული ტრადიციების მიხედვით).

12:30 – 12:40 საათი – სპორტული ასპარეზობები

12:40 – 12:50 საათი – ტრადიციული კოცონის დანთება.

12:50 – 13:00 საათი – სცენაზე გათამაშდება 10 წუთიანი თეატრალიზებული წამოდგენა რომელსაც 
დაასრულებს გაზაფხულის ცეკვა.

13:00 – 13:10 საათი – სტუმრების მისასალმებელი სიტყვა/მილოცვა.

13:10 – 16:00 საათი –  საზეიმო კონცერტი

დმანისის მუნიციპალიტეტი

✅ 21 მარტი 
სოფელი ქვემო ოროზმანი

12:00 – 13:00 საათი - აზერბაიჯანული სოფლების მცხოვრებლების მიერ ეთნოგრაფიული და ტრადიციული  სადღესასწაულო სამზარეულოს, დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის, ხატვისა და ხალხური რეწვის ბავშვთა სტუდიების ნამუშევრების და ქართული ეთნოგრაფიული კუთხის გამოფენა

14:00 საათი - დოღი

14:00 საათი - კონცერტი - აზერბაიჯანელი სოლო შემსრულებლების, დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლებისა და ქალაქ დმანისის ზ.ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის აღსაზრდელების მონაწილეობით.

14:30 საათი -  შეჯიბრი მკლავჭიდსა და  ძალოსნობაში

კონცერტის მსვლელობისას  სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ სპორტული ღონისძიებების  გამარჯვებულებს და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის   წარმატებულ აზერბაიჯანელ სტუდენტებს.