სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში


საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში

16 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოეწყობა საინფორმაციო ტური, რომელშიც რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურისტული კომპანიები, დამოუკიდებელი გიდები და მედია-ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

საინფორმაციო ტურის მიზანია, ქვემო ქართლში არსებული, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და თემით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების ხელშეწყობა.

დღის განმავლობაში დაგეგმილია, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალისა და ნაქალაქარის დათვალიერება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში - ბოლნისის სიონის, წუღრუღაშენის, ელიას მთაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის, გერმანული უბნის, ღვინის მარნებისა და სასტუმროების მონახულება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ჩართულია ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება. რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, მოეწყო მედიატური. აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტებთან. რომლის ფარგლებშიც, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტები კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობენ ხელს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში, სფეროს განვითარების მიმართულებით, დაწყებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

დღის წესრიგი

08:30 შეკრება სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან და გასვლა რუსთავიდან

11:00 - 12:00 დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება

12:30 - 13:00 შესვენება

14:00 - 14:30 შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში

14:30 – 17:30 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება:

 ბოლნისის სიონი

 წუღრუღაშენი

 მონასტერი ელიას მთაზე

 „გერმანული“ ბოლნისი

 ღვინის მარნები

 სასტუმროების მონახულება

18:00 შესვენება

20:00 გამგზავრება თბილისში