სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ვაკანსია


  • სტაჟირება საჯარო დაწესებულებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით  შეიქმნა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის წესი და პირობები განსაზღვრულია ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებით.

სტაჟირების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის 2014 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც აუცილებელია  საჯარო მოხელისათვის.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათის, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

იმისათვის, რომ გაიაროთ სტაჟირება, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა სწავლობდეთ სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უნივერსიტეტში,
  • იყოთ ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და უნდა გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);

სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი. 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2017 წლის 30 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით მიმართეს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების მიმდინარე ნაკადში მონაწილეობაზე.

სტაჟიორთა სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაცია დაიწყება 30 ოქტომბერს 15:00 საათიდან და გაგრძელდება 8 ნოემბრის 15:00 საათამდე.

საჯარო სამსახურში სტაჟირების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://stajireba.gov.ge