9 აპრილი რუსთავსა და გარდაბანში

0

9 apriliii9 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა თავის მოადგილესთან, კახაბერ გუგეშაშვილთან ერთად გარდაბანში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 28 წლის წინ მომხდარი მოვლენების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მოგვიანებით მხარის გუბერნატორმა ქალაქის მერთან დავით ჯიქიასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით მაღლაკელიძესთან და რეგიონისა და ქალაქის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვირგვინებით შეამკო ქალაქ რუსთავში დიდების ხეივანში მდებარე მემორიალი.

ღონისძიება პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებით გააფორმეს ანსამბლ „ფიროსმანის“ მომღერლებმა.

Leave A Reply