წლის პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში

0

12805815_1730414377181815_4443429736966370217_n2 მარტს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი უძღვებოდა.

საკონსულტაციო საჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა ძირითად საკითხზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორის საუბარი შეეხო მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფას. მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისგან და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი კონკრეტული გეგმები დასახეს.

სხდომის მიმდინარეობისას  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ფონდის“  ხელმძღვანელმა გოჩა კაპანაძემ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მცირე პრეზენტაცია წარმოადგინა. კაპანაძემ ყურადღება გაამახვილა ფონდის გაძლიერების პროცესში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

აღნიშნული ფონდი შარშან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს  განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარებას.

 

 

 

 

 

 

 

Leave A Reply