წარმატებული რუსთაველი სპორტსმენების დაჯილდოება

0

17883948_1351863131539082_415405121678940272_nქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს უმასპინძლეს და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვეს. 6 სპორტსმენსა და 3 მწვრთნელს სპეციალური სიგელები მხარის გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სალიამ გადასცა და კარიერული წინსვლა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ რომ ტაეკვანდოში ბელარუსიის საერთაშორისო ჩემპიონატზე რუსთაველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სულ ახლახანს კი ასტანაში გამართულ გრეპლინგის ჩემპიონატზე სპორტსმენებმა 2 ოქრო და 6 ვერცხლი დაისაკუთრეს.

Categories: სპორტი

Leave A Reply