შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავში

0

shshm14 ივნისს რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს. ღონისძიებას რუსთავის მიტროპოლიტი მეუფე იოანე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეები კახა კობერიძე და ზაურ დარგალი, ქალაქის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ცენტრის დონორი ორგანიზაციის, აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ბენეფიციარებმა მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებს საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით მომზადებული ღონისძიებით უმასპინძლეს და მათთან ერთად ცენტრის 10 წლის იუბილეც აღნიშნეს.

Leave A Reply