შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან

0

16804280_1302121369846592_626721932258542570_o21 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში ჩინელ ინვესტორებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია, გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ღურწკაია ესწრებოდნენ.
მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და იმ ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც შესაძლოა სამომავლოდ რეგიონში განხორციელდეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას რეგიონის გუბერნატორმა სტუმრებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ქვემო ქართლის მხარის ტურისტული პოტენციალისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ.

Leave A Reply