შეხვედრა ,,სოკარის” წარმომადგენლებთან

0

gazzzz14 მარტს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორ აზერ მამმადოვს. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი.
სამხარეო გუბერნიის ადმინისტრაციაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ქალაქ რუსთავში ბოლო პერიოდში გახშირებულ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის ფაქტებზე და პრევენციული ღონისძიებები დასახეს.
რეგიონისა და კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა დაგეგმეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ბუნებრივი აირის მოხმარების მხრივ საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქში რამდენიმე დღეა სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად ახორციელებენ აბონენტებთან საინორმაციო შეხვედრებს და შესაბამისი დანადგარების შემოწმებას.

Leave A Reply