შეხვედრა რუსთაველ მხატვრებთან

0

mxatvrebi27 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ მენსაძემ, მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში რუსთაველ მხატვრებს უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე გრიგოლ ნემსაძემ ადგილობრივი შემოქმედებისგან პირადად მოისმინა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

მხატვრები გუბერნატორს იმ კონკრეტული საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ, რომელიც მათი პროფესიული საქმიანობის განვითარებისთვის მეტად აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

 მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები. მხარის გუბერნატორი მათ კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაპირდა.

Leave A Reply