შეხვედრა რეგიონში ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერების შესახებ

0

20106468_1447144925344235_8149312777670534446_n17 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული მიმართულებების გაძლიერების საჭიროებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების USAID ,,ზრდა“ და WORLD VISION-საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები განიხილეს და იმ კონკრეტულ დოკუმენტზე იმსჯელეს, რომელიც სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში შეიქმნება.

პროექტის მიზანია ახალგაზდრობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება და საწყის ეტაპზე მისი 18 მუნიციპალიტეტში განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში საპილოტე პროექტი წალკის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. 

Leave A Reply