შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

0

ngo116 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციის − „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ წარმომადგენლებთან.
ორგანიზაციის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მუშაობის ბოლო სამი წლის მოკლე ანგარიში, აგრეთვე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დაფუძნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.
მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს დეტალურად გაეცნო და კომპეტენციის ფარგლებში მათ სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

Leave A Reply