შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

0

17630099_1336232599768802_7788687679691122149_n30 მარტს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი მოადგილესთან, ნუგზარ სალიასთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე მომხსენებლები იყვნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი ანა ხიზანიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენელი თორნიკე დვალი. სპიკერებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის გენდერულ თანასწორობა, შრომითი უფლებები და ბავშვთა უფლებები.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

Leave A Reply